თემქის დასახლებაში მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა

თბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. ის მეოთხე სართულზე თოკებმა შეაჩერეს. ​
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მაშველებმა მოზარდის უვნებლად ჩამოყვანა ამწეკრანის საშუალებით შეძლეს. პირველადი დათვალიერების შედეგად ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.მათივე ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები