არჩილ თალაკვაძე: ვენეციის კომისიის ნებისმიერ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ

უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
მისი შეფასებით, კონსტიტუციის პროექტი ორიენტირებულია ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებაზე.

“პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან კარგი და ეფექტური ხელმძღვანელობა გასწია. გვაქვს ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც მთლიანად არის ორიენტირებული ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, “კოსტიტუციაში ნათლად არის გამოხატული, თუ საითკენ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. ნათლად არის გაცხადებული, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვენეციის კომისიის ნებისმიერი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

“რა თქმა უნდა ვენეციის კომისიის ნებისმიერ რეკომენდაციას გავითვალისწინებთ”, – განმარტა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები