გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ჰასან რუჰანის შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას შეეხო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი სრულდება და არსებობს საფუძველი, ორმხრივი თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად.
მხარეებმა ასევე, განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.