ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რაც კონსტიტუციის შესაბამის თავშია წარმოდგენილი, არის უცვლელი

„პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რაც კონსტიტუციის შესაბამის თავშია წარმოდგენილი, არის პრაქტიკულად უცვლელი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომისიის დასკვნით სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი და ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას, ვენეციის კომისიის შენიშვნების დიდი ნაწილი სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტს ეხებოდა. ”ამ ყველაფერს ემსახურება, პირველ რიგში, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება. არის ძალიან დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის, რაც ბუნებრივია, პრობლემებს განაპირობებს. რაც შეეხება პრეზიდენტის სტატუსს, პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რაც კონსტიტუციის შესაბამის თავშია წარმოდგენილი, არის პრაქტიკულად უცვლელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ცვლილებების და დაზუსტების მიზანი იყო მკაფიო ზღვარის გავლება აღმასრულებელ შტოსა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს შორის, ”რაც სათანადოდ უზრუნველყოფილია შესაბამის დოკუმენტში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები