ირაკლი კობახიძე ქორწინების საკითხის ჩანაწერზე – ამ დაზუსტების მთავარი ამოცანაა, რომ გასაქანი არ მიეცეს სპეკულაციებს

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ქორწინების საკითხზე ჩანაწერის მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ჩვენს ქვეყანაში ღვივდება ჰომოფობიური განწყობები“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში” განაცხადა, სადაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.
კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არის დაზუსტება, რომელიც ეხება ქორწინების უფლებას.
”ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა. ამ დაზუსტების მთავარი ამოცანა ის არის, რომ არავითარი გასაქანი არ მიეცეს იმ სპეკულაციებს, რომელთა საფუძველზეც ჩვენს ქვეყანაში ღვივდება ჰომოფობიური განწყობები. ამ დაზუსტების ამოცანა არის სწორედ ამ ჰომოფიბიური განწყობების გაღვივების მაქსიმალური პრევენცია. სწორედ ამ მიზნით აისახა შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციის 30-ე მუხლში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები