შავ ზღვაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის ლაშა ქაჯაიას ოჯახი დახმარებას ითხოვს

“ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს“ – ამის შესახებ შავ ზღვაში დაკარგული ქართველი მეზღვაურის, 25 წლის, ლაშა ქაჯაიას ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დაკარგულის ნათესავმა, ნინო დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ხელისუფლებისადმი მათი თხოვნაა, იშუამდგომლოს რუსეთთან, რომ მეზღვაურების სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს. “ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს. ფიზიკურად არ გვაქვს საშუალება, ორი ქვეყნის ურთიერთობიდან გამომდინარე, ადგილზე წავიდეთ. გვსურს, ჩვენმა მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას მიმართოს თხოვნით, რომ ძებნას ნუ შეწყვეტს. დაკარგულის ძმა ადგილზე ჩავიდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოები წყდება. როგორც გავიგეთ, დაკარგულია ე.წ. კაფსულა, რომელშიც შესაძლოა დაკარგულები იმყოფებოდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოცხლები არიან. ლაშა ქაჯაია 25 წლისაა,”- განაცხადა დაკარგულის ნათესავმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 19 აპრილს, გამთენიისას, შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyatve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი GeroiArsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ცნობისთვის, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების შედეგად, გადარჩენილია ეკიპაჟის 1 წევრი (უკრაინის მოქალაქე) და ამოყვანილია სამი გარდაცვლილი მეზღვაური, აქედან ორი უკრაინის მოქალაქე და ერთი რუსეთის მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები