დიდმა ბრიტანეთმა ერთი დღე ქვანახშირით მიღებული ელექტროენერგიის გარეშე გაატარა
პირველად მე-19 საუკუნის ბოლოდან, დიდმა ბრიტანეთმა ერთი სამუშაო დღე ქვანახშირით მიღებული ელექტროენერგიის გარეშე გაატარა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. 2025 წლისთვის ეს ქვეყანა ქვანახშირზე მთლიანად უარის თქმას აპირებს. როგორც ელექტროენერგიის გადაცემის ოპერატორი კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს დღე ისტორიაში შევა.
ქვანახშირი დღეს არსებული საწვავიდან გარემოს დაბინძურების მხრივ უდავო ლიდერია. ევროკავშირის ტერიტორიაზე 2015 წლის მონაცემებით, ნახშირზე მომუშავე 280 ელექტროსადგური ფუნქციონირებს. 2-15 წელს ქვანახშირით ევროკავშირში მთელი ელექტროენერგიის 24%-ის გამომუშავება მოხდა. ქვანახშირის წილი ევროპის ენერგეტიკაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა, ისეთი, როგორიცაა პოლონეთი და ჩეხეთი, ამ საწვავზე უარის თქმას არ აპირებენ.