„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მოლდავეთში რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობენ

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოლდავეთში, ქალაქ კიშინოვში, ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების შავი ზღვის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობენ.
კონფერენციის სახელწოდებაა „ერთიანი ევროპა სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის“.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშს წარადგენენ.
კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მასში ჩართული არიან შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები, ევრო პარლამენტის წარმომადგენლები და სხვა ევროპული ორგანიზაციები.კონფერენციის ძირითადი თემებია: რეგიონში არსებული ეკონომიკური სამართლიანობა, ადამიანის უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები.
 
ქალაქ კიშინოვში მძიმე მეტეოროლოგიური პირობებია შექმნილი. დიდთოვლობის შედეგად, ქალაქში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, გადაიკეტა გზები და შეფერხდა მოძრაობა.
 
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა, კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას თანადგომა გამოუცხადეს და გზების გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები