ელექტროენერგიის მიწოდება 22-24 აპრილს შეიზღუდება

22 აპრილიდან 24 აპრილის ჩათვლით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, ახალციხე-ბათუმის 220კმ. ელექტროგადამცემ ხაზზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის

მიწოდება შეეზღუდება ქედის მუნიციპალიტეტს.

შეზღუდვა შეეხება სოფლებს: მერისი, ოქტომბერი, ცხემნა, არსენაული, კორომხეთი, ძენწმანი, დვეთი, ორცვა,

სულ 2970 აბონენტს.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები