გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთასამმართველოს შეიხს ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანისურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეებისმდგომარეობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საჭიროა აზერბაიჯანელი მოსახლეობის მეტიჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ის პროექტები განიხილა, რომელიც აზერბაიჯანელითანამემამულეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ზვიადაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები