„საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა არის არა მხოლოდ თქვენს, არამედ ჩვენს დღის წესრიგში“

საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა არის არა მხოლოდ თქვენს, არამედ ჩვენს დღის წესრიგში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ქართველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პავლო კლიმკინმა აღნიშნა, უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის ევროპის საბჭოში არაერთხელ წამოუყენებია საქართველოს საკითხი, როცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე იყო.
“რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ეს ვიზიტი არ მაძლევს იმის შეგრძნებას, რომ რაღაც ძალიან ოფიციალური ვიზიტია. რადგან ეს არის სიტუაცია, როცა მეგობრები ერთად სხედან, საუბრობენ ბევრ სხვადასხვა საკითხზე, ხდება განხილვა ჩვენი მეგობრობის საფუძველზე. მე განსაკუთრებით ვაფასებ საქართველოში ერთ რამეს, არა მხოლოდ იმ შესანიშნავ პოლიტიკურ ჩარჩოს, რომელიც არსებობს, არამედ იმას, რომ თითქმის ყველა თვეში გვაქვს ვიზიტები, საკმაოდ ამბიციური პროგრამა გვაქვს თანამშრომლობის, არის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, მაგრამ საქმე ეხება ასევე იმ სიმპათიასა და მეგობრობას, რომელიც ქართველებსა და უკრაინელებს შორის არსებობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მოპყრობისთვის, როგორც თქვენ ეპყრობით აქ ჩვენს დაჭრილ მეომრებს”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები