დაკარგული მეზღვაურის ოჯახის წევრები ძებნის განახლებას ითხოვენ

19 აპრილს შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის 25 წლის ლაშა ქაჯაიას ახლობლები და ოჯახის წევრები ხელისუფლებისგან დახმარებას და სამძებრო სამუშაოების განახლებას ითხოვენ.
„უმორჩილესად ვთხოვთ ხელისუფლებას, მიმართოს რუსეთის მთავრობას, ნუ შეწყვეტენ დაკარგულების ძებნის ოპერაციას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეკიპაჟის დაკარგული რვა წევრი ე.წ. კაფსულაში იმყოფება. დიდი იმედს გვაქვს, რომ ისინი გადარჩენილები არიან“,- განაცხადა ჟურნალისტებთან მეზღვაურის ნათესავმა ნინო დუმბაძემ.
ყირიმის ყურეში ძებნის ოპერაცია შეწყდა. „წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია. ძებნა გრძელდება შემთხვევის რაიონში მცურავი გემების მიერ“, – ნათქვამის საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
25 წლის ქართველი მეზღვაური ნაოსნობაში ერთი თვის წინ მეორედ წავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები