პრემიერის მეუღლემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს მთავრობის მეთაურის მეუღლემ მაკა ცინაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მეუღლეს ანიკო ლევაის უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრების მეუღლეები დღეს მცხეთაში, ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ. მაკა ცინაძემ უნგრელ სტუმარს ისტორიული ქალაქიც დაათვალიერებინა. ანიკო ლევაი მცხეთის ღირსშესანიშნაობებით მოიხიბლა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში შთაბეჭდილებებით ბრუნდება.



კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები