კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აფართოებს თავის სერვისებს, თბილისის სრული მასშტაბით, ამჟამად წყალარინების მიმართულებით. კომპანიას წყალარინების მაგისტრალური ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ რაიონებში გაყავს, სადაც აქამდე აბონენტები არ ყავდა.
სამგორის რაიონის იმ დასახლებებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა წყალარინების სისტემა, კომპანია 12 კმ სიგრძის წყალარინების სისტემას ააშენებს, რომელიც 35 000 აბონენტს მოემსახურება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თბილისის მერია გზის ახალ საფარს დააგებს.
დღეს, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან – გიორგი ცხადაძესთან და კომპანიის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.
კომპანია აღნიშნულ პროექტში 11 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
პროექტი 4 ეტაპიანია – 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
მიმდინარე კვირის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს:
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. წყალსადნის ქსელის 3.6 კმ სიგრძის და წყალარინების ქსელის 1.7 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთები ახლით შეიცვალა და 19 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა. კომპანიამ აღნიშნული პროექტისთვის 1.2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამავე რაიონში, ავშნის ქუჩაზე, სარეაბილტიაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა – წყალსადენის ქსელის 5 კმ. სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ჩხიკვაძის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, წყალარინების ქსელის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
გლდანის რაიონში, ფეიქრების ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, წყალსადენის ქსელის 2კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ამავე რაიონში, ბერთუბნის დასახლებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წყალსადენის ქსელის 2.7კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით იცვლება და 7 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აეროპორტის ხიდიდან ორხევის ხიდამდე წყალსადენის ქსელის 2.5 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ამავე რაიონში ქიზიყის ქუჩაზე წყალსადენის ქსელის 1 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება. ასევე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია სააკაძის ქუჩაზე – 0.8კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
მთაწმინდის რაიონში, სოფელ ტაბახმელაში, კოტე აფხაზის ქუჩისა და ჩიხების რეაბილიტაცია დაიწყო – 1.8 კმ-მდე წყალსადენის ამორტიზებული ქსელი ახლით შეიცვლება.
ამავე რაიონში, დაბა კიკეთში, 26 მაისის I ჩიხში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, წყალსადენის ქსელის 0.5 სიგრის მოძველებული მონაკვეთი ახლით იცვლება.
საბურთალოს რაიონში, ფარსადანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა – წყალსადენის ქსელის 0.5 კმ მონაკვეთი ახლით შეიცვალა.
ისნის რაიონში, ზურაბიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წყალსადენის ქსელის 560 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება და 8 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება.
ამავე რაიონში, ბოჭორმის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – ახლით შეიცვალა წყალსადენის ქსელის 1.1 კმ სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი.
2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს. წყალმომარაგების 170 კმ-ზე მეტი ქსელი სრულად განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები