ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უნგრეთის პარლამენტთან თანამშრომლობას.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეების განცხადებით, საქართველო და უნგრეთი მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავს აღნიშნავენ, რაც ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე მეტყველებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი საქართველოში ვიზიტის მიზანი ახალ ეკონომიკური შესაძლებლობების განხილვაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, ეკონომიკის მიმართულებით არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დინამიკაც. მათი განცხადებით, ქვეყნებს შორის რეგულარული პირდაპირი ავიარეისები ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ მინისტრს პარლამენტის თბილისის სასახლის სხდომათა დარბაზი დაათვალიერებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები