საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. სესიის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიმართავენ.
„ამ მასშტაბის და პოლიტიკური მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოში გამართვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ღონისძიების მაღალ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ მნიშვნელობასთან ერთად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საპარლამენტო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების ხელსაყრელ პლატფორმას წარმოადგენს. მასში მონაწილეობას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 28 წევრი, 20-ზე მეტი ასოცირებული, პარტნიორი და დამკვირვებელი ქვეყანა მიიღებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-ზე მეტი მოწვეული სტუმარი მონაწილეობს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები