„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის სრული მასშტაბით სერვისებს აფართოვებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” , თბილისის სრული მასშტაბით, წყალარინების მიმართულებით სერვისებს აფართოებს. კომპანიას წყალარინების მაგისტრალური ქსელი თბილისის იმ ახალშემოერთებულ რაიონებში გაყავს, სადაც აქამდე  აბონენტები არ ყავდა.
სამგორის რაიონის იმ დასახლებებში, სადაც დღემდე არასოდეს ყოფილა წყალარინების სისტემა, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალარინების მაგისტრალურ ქსელს მოაწყობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თბილისის მერია გზის ახალ საფარს დააგებს.
დღეს, მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორთან  –  გიორგი ცხადაძესთან და კომპანიის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

პროექტი 4 ეტაპიანია.  ჯამში ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 12 კილომეტრზე მეტი  სიგრძის წყალარინების სისტემას ააშენებს, რომელიც 35 000 აბონენტს მოემსახურება.  კომპანია  აღნიშნულ პროექტში  11 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

პროექტის პირველი ეტაპი 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო – იუმაშევის, რუსთაველის, ორახელაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე 3 კმ წყალარინების ქსელის და 55  საკანალიზაციო ჭის მოწყობა 2017 წლის ივნისში დასრულდება.

სამუშაოების მეორე ეტაპზე აეროპორტის დასახლებაში 3კმ სიგრძის წყალარინების ქსელის მოწყობაა დაგეგმილი.

პროექტის მესამე ეტაპი აეროპორტიდან ლილოს დასახლების მიმართულებით გაგრძელდება და 2 კმ სიგრძის წყალარინების  ქსელი მოეწყობა.

მეოთხე, საბოლოო ეტაპზე, ნასაგურში, წინუბანში, ლილოს დასახლებაში და ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე 4.2 კმ სიგრძის ქსელი აშენდება.

პროექტი  2018 წლის ბოლოს დასრულდება.

სამგორის რაიონში, წყალარინების მაგისტრალური ქსელის მშენებლობა დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები