დეპუტატი დავით მათიკაშვილი გია ხუხაშვილს აკრიტიკებს

“ქართული ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი ექსპერტის, გია ხუხაშვილის განცხადებას აკრიტიკებს. მისი თქმით, გია ხუხაშვილი მწარდება, როდესაც “ქართული ოცნების” ლიდერები „ნაციონალურ მოძრაობას“ არაპროფესიონალიზმში ამხელენ.
“ბატონი ხუხაშვილი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ერჩის კობახიძესა და მდინარაძეს, რომელთა კომპეტენციებზე ხუხაშვილისგან საუბარი სასაცილოა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს კაცი, ამ ბოლო დროს, განსაკუთრებით მწარდება, როდესაც ჩვენი ლიდერები „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე დანაყოფს არაპროფესიონალიზმში და პოპულიზმში ამხელენ ხოლმე”, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები