პუტინი და ერდოღანი მაისში ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს სოჭში 3 მაისს შეხვდებიან. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუს“ კრემლის პრესსამსახურში აცნობეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინი და ერდოღანი  სირიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. მოლაპარაკების სხვა დეტალები უცნობია.
ბოლოს პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს 10 მარტს შეხვდნენ,  მოსკოვში, უმაღლესი დონის საბჭოს მოლაპარაკებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები