ხაბაროვსკში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელი მოკლეს

შეიარაღებული მამაკაცი რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის სამმართველოს შენობაში შეიჭრა და ორი მამაკაცი მოკლა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ერთ-ერთი დაღუპული უშიშროების  სამსახურის თანამშრომელია, მეორე კი სამოქალაქო პირი.
ამ ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცი უშიშროების სამსახურის სამმართველოს მისაღებში შევიდა და იქ მყოფ პირებს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც მიიმალა.
თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. ის 1999 წელს დაბადებული პირია. ამჟამად მისი ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები