საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

​სინოპტიკოსების ინფორმაციით, 21 აპრილს, დღის ბოლოდან და 22 აპრილს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 4-5-ბალიანი შტორმი.
23 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, შედარებით გამოიდარებს, შეიცვლება ქარის მიმართულება.
შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
ზღვის სანაპიროზე შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.
24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები