სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა. მცირე სიტყვიერი შელაპარაკება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის მოხდა.
მათ შორის დაპირისპირება პლაკატის წართმევის მცდელობას მოჰყვა, თუმცა სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
ადგილზე ამ დრომდე რჩებიან აქციის მონაწილე ორივე მხარე, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მისვლას ელოდებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა განახლებულ რეგულაციებს განათლების შესახებ კანონში, რომელიც ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში დაფუძნებული უნივერსიტეტების ფუნქციონირების შეზღუდვას ითვალისწინებს. შედეგად, ბუდაპეშტში მოქმედ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU), რომელიც ჯორჯ სოროსის მიერ არის დაფუძნებული, დახურვა ემუქრება. აქციის მონაწილეები სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები