„მეტროპოლიტენის“ მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები ავტობუსის მგზავრებსაც გადაეცათ

N61 ავტობუსის მგზავრები უჩვეულო სიურპრიზის მომსწრენი გახდნენ. მათ, მეტროპოლიტენის მგზავრების მსგავსად, საჩუქრად წიგნები და 23 აპრილს, წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში დაგეგმილი ღონისძიების მოსაწვევი ბარათი გადაეცათ.
აქციაში ჩაერთო თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, რომელმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირთან ერთად, მგზავრებს საჩუქრები გადასცა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვის მნიშვნელობასა და მისი პოპულარიზაციის აუცილებლობაზე.
მთაწმინდის პანთეონში 23 აპრილს ქართველი თანამედროვე მწერლები წიგნებსა და ლიტერატურაზე ისაუბრებენ.
ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.
აქციის ორგანიზატორები თბილისის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ არიან. ღონისძიების მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.
ყველა დაინტერესებული სტუმრისთვის, 23 აპრილს, თავისუფლების მოედნიდან პანთეონის მიმართულებით, 15:30 საათსა და 16:30 საათზე უფასო ავტობუსი იმოძრავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები