WizzAir-ი ქართველებს იაფად მოგზაურობისთვის რჩევებს აძლევს

„რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთს, მით უფრო იაფი დაგიჯდებათ“, – ამის შესახებ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზიარის“ დირექტორმა, ჯოზეფ ბარადიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჯოზეფ ბარადიმ დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბილეთების იაფად შეძენის პრინციპი ადრე დაგეგმვაში მდგომარეობს.
„საშობაოდ, საახალწლოდ, აღდგომის პერიოდისთვის პიკური მოთხოვნაა, ბილეთების შოვნა უფრო რთულია და ფასებიც, შესაბამისად, იზრდება. არის თვეები, მაგალითად როგორიცაა თებერვალი და ნოემბერი, როდესაც უფრო იაფად არის ბილეთების შეძენა შესაძლებელი“, – აღნიშნა ჯოზეფ ბარადიმ.
მისივე განმარტებით, ავიაბილეთის მინიმალური ფასი 45 ლარი, საშუალო კი – 150 ლარია, თუმცა თუ მომხმარებელი გაფრენამდე ორი საათით ადრე გადაწყვეტს ბილეთის შეძენას, შესაძლოა ავიაბილეთის ღირებულება 400-500 ლარამდე გაიზარდოს.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზიარის“ დირექტორი ჯოზეფ ბარადი საქართველოში იმყოფება.
დღეს მან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან, ქეთევან ალექსიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები