ეკა ბესელია: გზებზე უსაფრთხოება გვჭირდება, რადგან ავტოავარიების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია

„ავტოავარიების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია, რის გამოც საგზაო მოძრაობის შესახებ ახალი წესების იმპლემენტაცია სწრაფად მოხდება“, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ მძღოლები ახალ წესებს შეეჩვევიან.
“დღეს საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით მივიღებთ. შესაბამისად, პროცესის იმპლიმენტაცია ძალიან სწრაფად დაიწყება. იმედი მაქვს, რომ ახალ სისტემას ჩვენი მძღოლები შეეჩვევიან. გზებზე უსაფრთხოება გვჭირდება, რადგან ავტოავარიების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია. ეს არის ევროპული სტანდარტი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
საგზაო მოძრაობის შესახებ აღნიშნული კანონპროექტი ე.წ. 100-ქულიანი სისტემის შემოღებას გულისხმობს. ეს ნიშნავს, 100-ქულიან სისტემასთან ერთად, მართვის მოწმობის პრაქტიკის რეალურ სივრცეში ჩაბარებას და უკონტაქტო პატრულს. დეპუტატები ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემდეგ, ავტოავარიების რიცხვი შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები