ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

ქვემო ქართლის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს. როგორც „კვირას“პაატა ხიზანაშვილმა განუცხადა, ის საჯარო სამსახურში სხვა თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, მან კანცელარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.
„სხვაგან ვაპირებ გადასვლას, თუმცა ჯერ კიდევ ვაზუსტებ რაღაცებს. მთავრობის ადმინისტრაციას უკვე მივმართე წასვლის თაობაზე განცხადებით“, – განუცხადა ხიზანიშვილმა „კვირას“.
პაატა ხიზანაშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან იკავებდა. იქამდე ის „ქართუ ჯგუფში“ სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები