სტუდენტები მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) პრეზიდენტმა, მიხეილ ჭელიძემ ბიზნესის მართვის ფაკულტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „გადასახადები არაფინანსისტებისათვის“.

სტუმარმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის შესახებ, თუ რას მოიცავს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, რა არის გადასახადი, რამდენი გადასახადია საქართველოში, სახელმწიფო ბიუჯეტი, ვინ არიან გადასახადის გადამხდელები, როგორ ხორციელდება გადასახადების ადმინისტრირება, მათი გამოანგარიშება, დეკლარირება, კონტროლი, გადამხდელთა აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა და სხვ.

ასევე, სტუდენტებს გააცნო ასოციაციის მიერ მოპოვებული სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსხვილი, საშუალო მცირე მეწარმეების მდგომარეობა საქართველოში.
მიხეილ ჭელიძემ ყურადღება გაამახვილა საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის საკითხზე, რის შედეგადაც გაიმართა საინტერესო მსჯელობა და დისკუსიები სტუდენტებსა და სტუმარს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები