მიხეილ ჯანელიძე: პარიზში საქართველოს მოქალაქეები ტერაქტის შედეგად არ დაშავებულან

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, პარიზში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან. ჯანელიძემ მომხდარის გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
“საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შენარჩუნდეს სტაბილურობა, მშვიდობა და ფრანგ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთებისა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორს და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში საფრანგეთის მთავრობასთან, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან ამ ტერაქტის შედეგად. ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საკონსულო და საელჩო კომუნიკაციაში იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები