გიგლა აგულაშვილი დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 92-ე საბავშვო ბაღში იმყოფებოდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან, თემურ თორდინავასთან ერთად, 92 – საბავშვო ბაღში იმყოფებოდა.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის აქცია-პერფომანსი წარმოადგინეს. საბავშვო ბაღის ეზოში დარგვის აქციაც გაიმართა, სადაც ბავშვებმა წიწვოვანი  სახეობის  ნერგები მინისტრთან ერთად დარგეს. აქციას დიდუბის რაიონის გამგებელიც ესწრებოდა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2015 წელს სკოლამდელი განათლების სტანდარტში შევიდა ცვლილება და აისახა გარემოსდაცვითი კომპონენტი. 2016 წელს შეიქმნა ახალი სახელმძღვანელო – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.  2016 წლის სექტემბრიდან ახალი სახელმძღვანელო – „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ – ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში.
„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა რეგიონში დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები