არჩილ თალაკვაძე: მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება.

„ეს პროცესი უნდა შევაფასოთ ისე, რაც რეალურად, დოკუმენტში წერია. მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება და ეს მართალი არ არის. რაც შეეხება დანარჩენ პრინციპებს, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელთან შესაბამისობაში ახალი კონსტიტუცია იქნება.

შესაბამისად, საპარლამენტო მმართველობა მთელ ევროპაში იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ფუნქციების დელეგირება პრემიერ-მინისტრზეა. პრაქტიკულად, ეს დღესაც ასეა და მომავალშიც საპარლამენტო მოდელის გაძლიერება მოხდება. პრეზიდენტს ყველა ის ძირითადი ფუნქცია უნარჩუნდება, რომელიც მას დღეს აქვს.

თუნდაც, ეს არის მთავარსარდლის სტატუსი,  გენერალურ შტაბთან მიმართებაში მისი ფუნქცია, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა და სხვა ფუნქციები. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ პათოსებით უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რაც იურიდიულ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებობს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები