“პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია”

პარლამენტში უმრავლესობის დახურული სხდომა დასრულდა. როგორც  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, უმრავლესობის დახურული სხდომა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტს ეხებოდა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციურ ცვლილებებზე საყოველთაო-სახალხო განხილვები მაისის დასაწყისში უნდა დაიწყოს.

„მთავარ საკითხებზე ვილაპარაკეთ, მათ შორის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე. საბოლოო გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდით. მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხზე საბოლოო კონსესუსი მიღწეული ჯერ არ არის და პროექტში მმართველი გუნდის ხელმძღვანელების პოზიციაა წარმოდგენილი. პროექტის  ინიცირება ამ წესით მოხდება, თუმცა ბევრ საკითხთან დაკავშირებით  ცვლილებების დახვეწა მოხდება და გამორიცხული არ არის, გარკვეული ცვლილებები იყოს წარმოდგენილი, როცა სასესიო განხილვა მოხდება, თუმცა მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში გადაწყვეტილება მიღებულია პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის დახურული სხდომა დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები