არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის განცხადებას გაუგებარს უწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პრეზიდენტის განცხადება ახალ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით გაუგებარია.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კონსტიტუციის პროექტში წერია, რომ ყველა უწყებას მიეცეს დავალება, მაქსიმუმი გააკეთოს, რათა მოხდეს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ უწყებებში.
„მნიშვნელოვანი და ცოტა გაუგებარი იმ ადამიანების მოსაზრებები, რომლებიც ამ წარმატებას ვერ აღიქვამენ, ან არ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლის ლიკა საჯაიას განცხადებით, გაურკვეველია პრეზიდენტის შეფასება კონსტიტუციის პროექტში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტი, ეს არის პოლიტიკური ნების სამართლებრივი გაფორმება და თუ არა კონსტიტუციაში. “სხვა რომელ ნორმატიულ აქტშია ისეთი იდეების ადგილი, რომელშიც შეიძლება აისახოს ქართველი ხალხის მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა ლიკა საჯაიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩაწერა არ მიმაჩნია, რომ ადეკვატური ნაბიჯად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები