როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ხვალ, 21 აპრილს, დღის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, დღის ბოლოს, შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც 22 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე დაიკლებს. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქშიც ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი.
23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები