თბილისის ერთ-ერთ ქუჩას გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭება

​თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ცოტა ხნის გარდაცვლილი ქართველი მსახიობის, გივი ბერიკაშვილის სახელი მიენიჭება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი განცხადებას ავრცელებს. საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით, მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაციები გაიმართება.
“ინტერესით ვაკვირდებით სოციალურ ქსელში საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებებს, თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. გივი ბერიკაშვილი ნამდვილად არის ის პიროვნება, რომლის შემოქმედება და ღვაწლიც სამაგალითოდ უნდა იყოს დაფასებული და უკვდავყოფილი. ჩვენი და ქართული საზოგადოების მოსაზრებები, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის დარქმევასთან დაკავშირებით, ერთმანეთს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, გამოვიყენებთ კანონმდებლობით მონიჭებულ უფლებამოსილებას და საკრებულოს წინაშე დავაყენებთ ინიციატივას, ერთ-ერთი ქუჩისთვის გივი ბერიკაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. კონკრეტული ქუჩის შერჩევასთან დაკავშირებით, აქტიური კონსულტაციები გაიმართება მსახიობის ოჯახის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები