საქართველოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

21-22 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც შეხვედრის დასრულების შემდგომ ხელი მოეწერება ერთობლივ დეკლარაციას.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან.
დაგეგმილია შეხვედრა მის უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია II-სთან.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას.
პავლო კლიმკინი პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები