შსს – ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8 პროცენტით გაიზარდა

2016 წელს 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ სტატისტიკას შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში, ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7 პროცენტით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18 პროცენტი დიზელის ძრავიანია, 0,8 პროცენტი აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა.
ამავე კვლევის მიხედვით, 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. აქედან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა 38,9 პროცენტი შეადგინა.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8 პროცენტით გაიზარდა.
ავტოპარკის 81,6 პროცენტს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომანქანები შეადგენს.
ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6-წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა.
მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45 პროცენტი) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო „ჰეჩბეკი“ ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე.
თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს.
კვლევისას გათვალისწინებული იყო: დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლებისა და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე, ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები