გარემოს დაბინძურებისთვის 14 პირი გამოვლინდა, მათ შორის 3 უცხოელია

“თბილსერვის ჯგუფის” ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, მათ შორის 3 უცხოელია.
„თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე.
14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურება ისჯება კანონით – „თბილსერვის ჯგუფის“ ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმებენ.
ჯარიმების ოდენობა 80 – დან 1000 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები