მსოფლიოში ყველაზე მძიმე ქალი ოპერაციის შემდეგ 250 კილოგრამით გახდა
ეგვიპტელი ქალს, ემან აბდ ელ-ატი, რომელის ცოტა ხნის წინ 500 კილოგრამს იწონიდა, ინდოეთის საავადმყოფოში საკმაოდ რთული ოპერაცია გაუკეთეს. ამის შემდეგ მან წონის ნახევარი დაკარგა.
პაციენტს კუჭის ზომის შემცირების ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის რეაბილიტაციის კურსს გადის. ექიმები აცხადებენ, რომ ელ-ატი წონაში კლებას განაგრძობს.
ემან აბდ ელ-ატიმ წონაში მატება 11 წლიდან დაიწყო. ამის შემდეგ მან ინსულტი გადაიტანა, რომელმაც ლოგინს მიაჯაჭვა. ქალი ახლა ნაწილობრივ პარალიზებულია.
ეგვიპტელი ქალის ნათესავები აცხადებენ, რომ წონის გამო, ის საკუთარი სახლიდან 25 წლის განმავლობაში არ გასულა.