საქართველოს უნგრეთის პრემიერი ეწვია

საქართველოს უნგრეთის პრემიერი ეწვია. ვიქტორ ორბანი მეუღლესთან და მინისტრებთან ერთად ჩამოვიდა. უნგრელ სტუმრებს თბილისის საერთაშორიო აეროპორტში ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ელჩები დახვდნენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები. უნგრეთის პრემიერი ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.
ამასთანავე, დაგეგმილია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაც.
ვიქტორ ორბანი საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.
უნგრული დელეგაცია საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები