კახეთში მამაკაცმა სარწყავ არხში თავი დაიხრჩო

კახეთის რეგიონში, სოფელ გურჯაანში 60 წლის მამაკაცმა სარწყავ არხში თავი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, გარეგნული დათვალიერებით, ცხედარს დაზიანება არ აღენიშნება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები