პრეზიდენტი: ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არ უნდა გვქონდეს

“სახელმწიფო გარკვეული შეწინააღმდეგების პოლიტიკას უნდა აყალიბებდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასჯის, ციხეში ჩასმის, რეპრესიული პოლიტიკის გატარების ფორმით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კამპანიის, „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში შეხვედრისას, სტუდენტის მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი თქმით, საზოგადოება და სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული, რაც შეიძლება მეტად ებრძოლოს ნებისმიერ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტენდენციას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს არა დასჯის, არამედ ზრუნვის ფორმით. პრეზიდენტი თვლის, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია.
„საზოგადოება და სახელმწიფო უნდა იყოს მოწოდებული, რაც შეიძლება მეტად ებრძოლოს ნებისმიერ ჯანმრთელობისთვის საშიშ ტენდენციას – იქნება ეს სიგარეტის მოწევა, რასთან მიმართებითაც პოზიტიური ნაბიჯები იდგმება კანონმდებლობის მხრივ, იქნება ალკოჰოლიზმი თუ ნარკომანია. ნებისმიერ ტენდენციასთან, რომელიც ჯანმრთელობას აზარალებს, გარკვეული შეწინააღმდეგების პოლიტიკას უნდა აყალიბებდეს სახელმწიფო, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დასჯის, ციხეში ჩასმის, ამ ადამიანების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარების ფორმით. როცა ვამბობთ, რომ ადამიანი თავისუფალია, უნდა ვაღიაროთ მისი უფლება, იყოს თავისუფალი, დაუშვას შეცდომები, მაგრამ ამავე დროს, როგორც სახელმწიფო, ადამიანს უნდა დავეხმაროთ ამ შეცდომების თუ მავნე ჩვევების დაძლევაში, მაგრამ დავეხმაროთ და არა დავაძალოთ. თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ შენ შეცდომის დაშვების უფლება გაქვს. სახელმწიფოს ზრუნვა კი ნიშნავს იმას, რომ შეცდომების გამოსწორებაში საზოგადოება და სახელმწიფო გეხმარება, იქნება ეს სიგარეტისთვის თუ ალკოჰოლისთვის თავის დანებება, ნარკოტიკის გადაგდება. ამაში უნდა ვეხმარებოდეთ და არა – ვსჯიდეთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები