პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან და მოსამართლეებთან საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის – ,,კონსტიტუცია ყველასია”  ფარგლებში, დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო რეფორმის დოკუმენტის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ბათუმში ყოფნისას,  სასამართლოს, ამ საკონსტიტუციო ორგანოს, პატივისცემის ნიშნად, ყოველთვის სტუმრობს.
,,დღეს ბათუმში კამპანიის – “კონსტიტუცია ყველასია”  ფარგლებში ვიმყოფები და მქონდა შესაძლებლობა, პატივცემული მოსამართლეებისთვის მეკითხა ზოგადად, რას ფიქრობენ საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილთან მიმართებაში, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები