სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ოლივიე ბურკს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) რეგიონული ოფისის დირექტორს, ოლივიე ბურკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოლივიე ბურკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი დაადასტურა.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს რეგიონული ოფისის დირექტორს და განხორციელებული ერთობლივი პროექტები წარმატებულად შეაფასა.
როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში კოოპერატივების განვითარება-გაძლიერება დარგის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მეცხოველეობასა და ხორბლის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის უპირატესობებზე გაამახვილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები