„პრეზიდენტის განცხადებები პროცესისთვის სახიფათოა, რადგან წინ არის კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა“
“პრეზიდენტის განცხადებები პროცესისთვის სახიფათოა, რადგან წინ არის კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„მგონი, ასეთი შეფასებები საშიში და სახიფათოა. ეს პროცესისთვის არის სახიფათო, რადგან წინ საერთო-სახალხო განხილვაა. ასევე, წინ არის ფართო დისკუსიის გამართვა და არა ფრაგმენტულად. საპარლამენტო მოდელის პირობებში, ყველა ცვლილება სისტემურად შეგვიძლია დავინახოთ და არა პერსონალური განწყობებით”, – აცხადებს ეკა ბესელია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, კომისიამ პარლამენტის გაძლიერების ნაწილში რატომ არ განიხილა ორპალატიანი პარლამენტის საკითხი.