თამარ ჩუგოშვილი – პრეზიდენტის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება ობიექტური შემფასებლის მოსაზრებებში არ ჯდება.
როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა სრულიად ნორმალურია და ეს საფრთხეს არაფერს  უქმნის.
„ასეთი რესპუბლიკები ყველაზე დემოკრატიულები არიან. შესაბამისად, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის და შემფასებლისთვის პრეზიდენტის ეს განცხადება არასწორი იქნებოდა. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ მზად ვართ, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება ერთი ვადით მოხდეს, ხოლო შემდეგ – არაპირდაპირი წესით. გარდამავალ მუხლში ჯერ კიდევ გველოდება ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო კომისიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ახალი ვერსია გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები