“ტერაბანკსა” და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ტერაბანკსა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, www.eauction.ge-ს და “ტერაბანკის” მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ტერაბანკის” ვიზაბარათებით განახორციელონ ელექტრონული გადახდები და სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციები ხელსაყრელი საკომისიო ტარიფით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ტერაბანკის” კომერციულმა დირექტორმა, ზურაბ აზარაშვილმა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ძნელაძემ.
„ტერაბანკი” მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ აუქციონზე გამოტანილი საქონელი “ტერაბანკის” საგადასახდო სისტემის მეშვეობით, კონკურენტული საკომისიო ტარიფებით. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების თვალსაზრისით. ვგეგმავთ, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც შევთავაზოთ მსგავსი ტიპის მომსახურება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
“ტერაბანკი” განაგრძობს ელექტრონულიკომერციის დანერგვასა და განვითარებას, რათა მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზოს თანამედროვე და სწრაფი ანგარიშსწორების საშუალებები.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები