მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და “თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი  ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ, საქართველოს “აგრარული უნივერსიტეტისა” და “თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის” რექტორმა, ვახტანგ ლეჟავამ მოაწერეს. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებით და სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით, მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს სასკოლო ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის ფართო საგანმანათლებლო და შემეცნებითი გარემოს შექმნას. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა სასახლის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კაბინეტის აღსაზრდელთათვის თემატური ლექცია-საუბრებისა და პრაქტიკული, კვლევითი ხასიათის სამუშაოების ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები