საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

23 აპრილს, 18:00 საათზე თბილისის „არტ ჰოლში“ (მის: ც. დადიანის ქ. N 26) საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამა“ და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „მემკვიდრეობა“.
ანსამბლი „სამა“ თავისი მოღვაწეობის 15 წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ანსამბლმა არაერთი მოსწავლე აღზარდა. ანსამბლი სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა შემოქმედებით და საქველმოქმედო ღონისძიებებში, საერთაშორისო ფესტივალებში. არის მრავალი პრიზის და დიპლომის მფლობელი. ანსამბლი დაჯილდოებულია დიპლომით ფესტივალებზე -„ ოქროს მართვე“, „ბრავო 2007“, „მშვიდობა ბავშვებს“, „ოქროს საწმისი“. 2010 წელს „სამამ“ იმოგზაურა იტალიაში, მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალზე, საიდანაც ოქროს თასი ჩამოიტანა.
ანსამბლის ხელმძღვანელია ქორეოგრაფი ნათია ალფაიძე, რომელიც იყო ანსამბლების – „როკვას“, „მხედრულის“, „სუხიშვილების“ მოქმედი მოცეკვავე .
მნიშვნელოვანია ანსამბლის სახელწოდება – „სამა“ . სიტყვა „სამა“ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში „ცეკვას“ ნიშნავს. ლოგოს პირველი ასო-ბგერა „ს“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში „გელათის ოთხთავშია“ დაცული.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს ფოლკლორული ანსამბლი „ერქვანი“ და „ბანი“. გაიმართება ამ თარიღისადმი მიძღვნილი უწმინდესის ფოტოგამოფენა.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები