“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს

“ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.
გადაწყვეტილების მიზეზებზე ირაკლი აბესაძემ და შალვა შავგულიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
“საქართველოს პრეზიდენტის არჩევასა და უფლებამოსილებასთან დაკავშირებული ცვლილებები მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების დაცლისკენ, მმართველ გუნდს კი ამ ინსტიტუტზე კონტროლის საშუალება ეძლევა.  კანონპროექტში გათვალისწინებულია მხოლოდ “ოცნების” მიერ გამოხატული პოზიციები და უგულებელყოფილია პარტიების, არასამთავრობოების, სახალხო დამცველის შეთავაზებები”, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, შალვა შავგულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები