„ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მოხმარების ზრდას გამოიწვევს“

„თუ საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომა არ იქნება, ლიბერალური ნარკოპოლიტიკა მოხმარების ზრდას გამოიწვევს“, – ამის შესახებ ნარკოპოლიტიკის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორმა, ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
​მისი თქმით, ექსპერტების და არასამთავრობოების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ თუ პიროვნებას საზოგადოებისთვის მავნე სხვა ქმედებების მოტივაცია არ გააჩნია, მარიხუანას მოხმარება არ უნდა იყოს განხილული კრიმინალური რეესტრის სამართალდარღვევად. თუმცა კილაძის განცხადებით, ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას რომ მისი მოხმარების ზრდა არ მოჰყვეს, საჭიროა საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომა, რაც რამდენიმე კუთხით მუშაობას მოიცავს.
„ლიბერალიზაცია, ბუნებრივია, ნარკოტიკის მოხმარების ზრდას გამოიწვევს. აუცილებელია ჯანდაცვის და ფსიქო-სოციალური მიმართულებით შესაბამისი სერვისები არსებობდეს. ამას სახელმწიფო და საზოგადოება უნდა დახვდეს მზად. აუცილებელია საკითხის მიმართ კომპლექსური მიდგომა, რომ თითოეულ მოქალაქეს, ადრეული ასაკიდან ჰქონდეს ინფორმაცია იმაზე, თუ რა რისკების შემცველია ნარკოტიკი და რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეთ მათ და მისი ოჯახის წევრებს. თუკი მკურნალობის სქემა არ იქნება თავიდან ბოლომდე ინტეგრირებული პრევენციულ სისტემებთან, არ იქნება ინტეგრირებული ზიანის შემცირების პროგრამებთან, ფსიქო-სოციალური პროგრამების მიმართულებასთან, ყველანაირი ცვლილება კონტრპროდუქტიული იქნება და მივიღებთ ბევრად ცუდ მდგომარეობას, ვიდრე დღეს გვაქვს. ეს ყველაფერი სინქრონულად და შეთანხმებით უნდა განხორციელდეს“,- აღნიშნა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები